„სიღარიბის უკიდურეს ზღვრამდე არის მისული მოსახლეობის 70%-ზე მეტი,“ - ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატმა რუსთავში, ქეთევან დევსურაშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, რუსთავში სამუშაო ადგილები აღარ არის და ქალაქიდან კვალიფიციური მუშახელი გაედინება. ქეთევან დევსურაშვილი აღნიშნავს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, რუსთავის პრობლემები მოგვარდება.
2000 წლის შემდეგ, როცა დაიწყო პრივატიზება, ეს საწარმოები გაიყიდა, შემდეგ მიწასთან გაასწორეს და დღევანდელ დღეს რუსთავში არ არსებობს არცერთი სახელმწიფო საწარმო. ყველა არის კერძო საკუთრებაში,“ - განაცხადა ქეთევან დევსურაშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი ტენდენცია ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის დროს შეინიშნებოდა და დღესაც გრძელდება.