20 აპრილი 2024,   10:22
ვრცლად
რუსთავი შეიძლება, გახდეს კარგი ექსპორტ-იმპორტის ლოკაცია - ნინო იმედაშვილი

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი რუსთავში, ნინო იმედაშვილი, აცხადებს, რომ რუსთავში უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად, ევროპულ საქართველოს 4 პროექტი აქვს გაწერილი.

ამის თაობაზე მან არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, თითოეული პროექტი მათგანი, როგორც ქალაქის, ისე მოქალაქეების ინტერესებზე იქნება მორგებული.

„რუსთავი ტერიტორიულად არის ბუნებრივად სტრატეგიული ადგილი, მაგრამ იმის გამო, რომ სანდო და კომპეტენტური ხელისუფლება არ ჰყავს, აქ ინვესტიციების მოზიდვა გართულებულია, მაგრამ რუსთავი შეიძლება, გახდეს კარგი ექსპორტ-იმპორტის ლოკაცია,“ - განაცხადა ნინო იმედაშვილმა.

დღის ამბები