პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატი რუსთავში, გელა ნაკაშიძე, ქალაქში არსებულ ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზე - უმუშევრობაზე, არჩევანის ეთერში საუბრობს.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს, რათა ტურისტების ნაკადი უფრო გაიზარდოს.
„ჯერ თუ არ მოაწესრიგე ინფრასტრუქტურა, ჩვენ უმუშევრობის პრობლემას ვერ გადავწყვეტთ,“ - განაცხადა გელა ნაკაშიძემ.
გელა ნაკაშიძე აცხადებს, რომ ის იმ ადამიანებს დაუდგება მხარში, რომლებიც სამსახურებიდან გამოუშვეს და შემცირებაში მოჰყვნენ.