19 აპრილი 2024,   20:22
ვრცლად
ტრადიციული ექსპორტი გვაქვს სულ დაკეტილი - ბურჯანაძის ბლოკის მერობის კანდიდატი რუსთავში

„წლებია, გვესმის, რომ რუსთავში სამუშაო ადგილები არ იქმნება, ვერ იქმნება,“ - ეს განცხადება დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მერობის კანდიდატმა რუსთავში, ჯაბა დუგლაძემ, გააკეთა.

მისი თქმით, რუსთავში უმუშევრობას, მეტწილად, ობიექტური ფაქტორები განაპირობებს.

„აუცილებელია, რომ ინვესტიციები იყო მოზიდული და ექპორტზე იყო ორიენტირებული ქვეყანა. როგორ შეიძლება, ექსპორტზე ორიენტირება გავაკეთოთ, როდესაც ჩვენ ტრადიციული ექსპორტი გვაქვს სულ დაკეტილი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სისტემური ცვლილებები, სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკა. მხოლოდ ამ ცვლილებების შემდეგ მოხერხდება პრობლემების მოგვარება,“ - განაცხადა ჯაბა დუგლაძემ.

დღის ამბები