24 სექტემბერი 2017,   19:54
ვრცლად
მთავარია, ყველამ იცოდეს თავისი მოვალეობა - ლეიბორისტების კანდიდატი დანაგვიანებაზე

„ლაპარაკობენ საზოგადოების კულტურასა და შეგნებაზე,“ - ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა, სალომე ლურსმანაშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში რუსთავის დანაგვიანების საკითხზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, საზოგადოების თვითშეგნებაზე ქუჩების დანაგვიანების პრობლემის გადაბრალება არასწორია და „მთავარია, რომ ყველამ იცოდეს თავისი მოვალეობა“.

„მოდით, იმაზე ვისაუბროთ, რომ შესაბამისი კომპეტენტური სამსახურები, ვისი უფლება-მოვალეობაც არის ქალაქის დასუფთავება, არ ასრულებენ თავის მოვალეობებს. ხშირად ვხვდებით გაჩერებებზე ძირგავარდნილ ბუნკერებს და, რა თქმა უნდა, ეს უკვე შექმნის ანტისანიტარიას,“ - განაცხადა სალომე ლურსმანიშვილმა.

დღის ამბები