19 აპრილი 2024,   17:01
ვრცლად
მიმდინარეობს შიდა გზების რემონტი - "ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატი

ქართული ოცნების მერობის კანდიდატი რუსთავში, ირაკლი ტაბაღუა, არჩევანის ეთერში ქალაქში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე საუბრობს.

მან აღნიშნა, რომ შიდა გზების მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან თანხები გამოიყო.

„მიმდინარეობს შიდა გზების რემონტი, შიდა გზების მოწესრიგება, სანიაღვრე ჭებთან ერთად, რაც მოსახლეობაში გარკვეულად დიდ უკმაყოფილებას იწვევს იმიტომ, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა კონკრეტულად მოსახლეობის და კონკრეტულად უბნის განვითარებას ემსახურება,“ - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ. 

დღის ამბები