19 აპრილი 2024,   15:03
ვრცლად
ყველა ტენდერი ტარდება მაღალჩინოსნების ბიზნესინტერესების გათვალისწინებით - ენმ-ის კანდიდატი

„ბოლო წლების განმავლობაში არ ჩატარებულა არცერთი ტენდერი, რომ არ ყოფილიყო ხელისუფლების მაღალჩინოსნების კერძო ბიზნესინტერესები გათვალისწინებული,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა, გურამ ლაცაბიძემ, არჩევანის სტუდიაში გააკეთა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში, რუსთავის ბიუჯეტი მიზნობრივად დაიხარჯება.

„ქალაქის ბიუჯეტი გათავისუფლდება კერძო ბიზნესინტერესებისგან, ტენდერები ჩატარდება სამართლიან პირობებში და მოხდება ყველანაირი ინფრასტრუქტურული პრობლემის მოწესრიგება,“ - განაცხადა გურამ ლაცაბიძემ.

დღის ამბები