25 აპრილი 2024,   01:59
ვრცლად
პარკი ნათლად ასახავს მთელ იმ დაუსრულებელ საქმეს - ევროპული საქართველოს კანდიდატი

ევროპული საქართველოს რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, მამუკა აბულაძე რუსთავში მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე არჩევანის ეთერში საუბრობს.

მამუკა აბულაძემ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უშუალოდ თვითმმართველობების კომპეტენციაში შედის. მისი თქმით, რუსთავში არსებული ერთ-ერთი პარკი მოუწესრიგებელია.

„პარკი ნათლად ასახავს მთელ იმ დაუსრულებელ საქმეს. მაგალითად, პარკში ჩვენ რაც მოვასწარით, ეს იყო შიდა გზების გაკეთება. მაგრამ პარკში უნდა ყოფილიყო საბანაო თავისი ლამაზი პლაჟებით, მოლები, სადაც ოჯახები დაისვენებდნენ, ველოსიპედების ბილიკი, მაგრამ ეს ვერ დასრულდა,“ - განაცხადა მამუკა აბულაძემ. 

დღის ამბები