19 აპრილი 2024,   05:57
ვრცლად
რუსთავის მერობის კანდიდატები უმუშევრობის პრობლემის მოგავრებაზე საუბრობენ

„აღნიშნული პრობლემა თითოეულ რუსთაველს აწუხებს და თითოეულ ჩვენგანს, ვინც ამ სტუდიაში ვიმყოფებით,“ - ასე ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა რუსთავში, ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის ტელევიზიის ჟურნალისტის, მარიამ სოლოღაშვილის შეკითხვას, უმუშევრობის საკითხის მოგვარებაზე, არჩევანის პირდაპირ ეთერში უპასუხა.

მისი თქმით, თვითმმართველობას კერძო კომპანიების საქმიანობაში ჩარევის შესაძლებლობა აქვს, თუმცა, რუსთავის მუნიციპალიტეტი ინვესტორების კონკრეტული პროექტებით დაინტერესებას გეგმავს.

პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატი რუსთავში, გელა ნაკაშიძე, ქალაქში უმუშევრობის პრობლემის დაძლევას, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით გეგმავს.

„ჩვენ გადავაქცევთ რუსთავს ინოვაციურ ქალაქად, სადაც იქნება მასშტაბური პროექტები,“ - განაცხადა გელა ნაკაშიძემ.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მერობის კანდიდატი, ჯაბა დუგლაძე, აცხადებს, რომ უმუშევრობის შესამცირებლად, ქალაქში არაკომპეტენტურობის აღმოფხვრით მოხერხდება. მისი თქმით, ინვესტიციების მოზიდვა, არასტაბილური გარემოს ფონზე, შეუძლებელი იქნება.

დღის ამბები