16 აპრილი 2024,   22:33
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ვაშინგტონში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.

საქართველოს წარმომადგენლებმა წარადგინეს განახლებული ,,ეროვნული სამხედრო სტრატეგია" შეერთებულმა შტატებმა კი შეხვედრის მონაწილეებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული ეროვნული თავდაცვის სტრატეგია და ახალი სამხრეთ-აღმოსავლეთის პოლიტიკა გააცნო.  

მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასაც.

დღის ამბები