25 აპრილი 2024,   20:20
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგიდან გააქრო"- ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს

საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დეოკუპაციასთან დაკავშირებით აქტიური პოლიტიკა არ მიმდინარეობს. მათი შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსთის ქმედებებს სერიოზული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.

"რუსეთის ეს ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს "ქართული ოცნების" პოლიტიკის სიმცდარეს, რომ გაჩუმებით, წაყრუებით და ამ პრობლემაზე საერთაშორისო არენაზე არლაპარაკით, თითქოს რუსეთი მოიქცეოდა უფრო რაციონალურად და გონივრულად და წამოვიდოდა დათმობაზე, პირიქით, იმ პირობებში, როდესაც რუსეთი არ იხდის პოლიტიკურ ფასს, იმიტომ, რომ საქართველოს საკითხი „ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო დღის წესრიგიდან, პრაქტიკულად, გააქრო, ამის გამო რუსეთ უფრო თავხედურად იქცევა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციის წევრები საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზეცაა საუბარი. 

„მისასალმებელია, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, აშშ ძალიან მკაცრ რეაგირებას უკეთებს ამ ფაქტს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ განცხადებაში საუბარია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებაზე. ეს ხელშეკრულება, სამწუხაროდ, საერთაშორისო ასპარეზზე დავიწყებას მიეცა. ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ გააქტიურდეს ამ ხელშეკრულების შესრულების საკითხი და კვლავ აქტუალური გახდეს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები