20 აპრილი 2024,   01:50
ვრცლად
”ევროპულმა საქართველომ” თელავის, სიღნაღის, ყვარლის და დედოფლისწყაროს, მერობის კანდიდატები წარადგინა

”ევროპულმა საქართველომ” თელავის, სიღნაღის, ყვარლის და დედოფლისწყაროს, მერობის კანდიდატები წარადგინა.

ამომრჩეველთან შეხვედრაზე კანდიდატებმა და პარტიის ლიდერებმა იმ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლის გამოსწორებასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ.

გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გეგმაც გააცნეს.

”ევროპული საქართველოს” შეფასებით, გამარჯვების შემთხვევაში, თელავში პენსიის მომატებას 30 ლარით შეძლებს, სიღნაღში, ყვარელსა და დედოფლისწყაროში კი 20-20 ლარით.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა რა უნდა გავაკეთოთ კახეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის. ეს არის პენსიის გაზრდა როგორც მთელს დანარჩენ საქართველოში, ეს არის წყალმომარაგების და გზების პრობლემის მოგვარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ცხოვრების წაყვანა წინ, რაც 5 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები