24 აპრილი 2024,   07:26
ვრცლად
ქარიშხალმა "ირმამ" ფლორიდაში 19 ადამიანი იმსხვერპლა

ფლორიდის სამხრეთ სანაპიროს მოსახლეობას სახლებში დაბრუნების უფლებას ჯერ არ აძლევენ. გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალისტები კუნძულების დამაკავშირებელ ხიდებსაც ამოწმებენ.

ქარიშხალმა „ირმამ“ ყველაზე მეტად ფლორიდის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე დასახლებები დააზარალა. შენობების 95% დანგრეულია. „ირმამ" ფლორიდაში 19 ადამიანი იმსხვერპლა.

ფლორიდის გარდა, ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია ჯორჯიას, ალაბამას და სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინებს სამხედროები გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.

ევროპის ქვეყნები კარიბის ზღვის კუნძულებზე ჰუმანიტარული დახმარებას აგზავნიან.

ზარალის ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. ხვალ სტიქიის ზონაში დონალდ ტრამპი ჩადის.

დღის ამბები