25 ნოემბერი 2017,   09:37
ვრცლად
Apple-მა საიუბილეო iPhone X წარადგინა

iPhone-ის პირველი თაობის ბაზარზე გამოჩენის 10 წლისთავის აღსანიშნავად კომპანია Apple-მა საიუბილეო iPhone X  წარადგინა. ახალი მოდელის განსაკუთრებულობა უსადენო დატენვის ფუნქციასა და გაუმჯობესებულ ორმაგ კამერაშია.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სმარტფონი საკუთარ მფლობელს სახის სკანირების მეთოდით ამოიცნობს, რითაც ჩანაცვლდება თითის ანაბეჭდის სენსორი. ტელეფონის ეკრანს აღარ აქვს მთავარი ღილაკიც.

iPhone X მაღაზიებში 3 ნოემბრიდან გამოჩნდება და მისი ღირებულება iPhone-სთვის ჯერჯერობით რეკორდული 999 დოლარი იქნება.

iPhone X-თან ერთად კალიფორნიაში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში ახალი iPhone 8-ისა და iPhone 8 პლიუსის პრეზენტაციაც გაიმართა. მათი გაყიდვა 22 სექტემბრიდან დაიწყება, ფასი კი 699 და 799 დოლარი იქნება. 

დღის ამბები