19 აპრილი 2024,   04:55
ვრცლად
ეს არის ჩვენთვის უაღრესად მხარდამჭერი განცხადება - თენგიზ ფხალაძე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი ვაშინგტონში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების მნიშვნელობაზე საუბრობს.

თენგიზ ფხალაძის თქმით, საქართველოს პრობლემატიკა და რუსული აგრესია საერთაშორისო ასპარეზზე აქტიური განხილვის თემა უნდა იყოს და ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

„ეს განცხადება არის ჩვენთვის უაღრესად მხარდამჭერი განცხადება.  მნიშვნელოვანია, რომ ის სწორედ ქარტიის ფარგლებში მოხდა და ქარტიის ბოლო სესია სწორედ უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნებოდა, სადაც ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ასეთი მაღალი დონის ფორმატში განხილულ იქნა ოკუპირებული ტერიტორიების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკა,“-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

დღის ამბები