25 ნოემბერი 2017,   09:33
ვრცლად
უნდა შეწყვიტოთ ერთმანეთის დაპატიმრება - დენიელ ფრიდი

საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები და რეგიონული გამოწვევები - ამ საკითხებზე თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე მსჯელობენ. ღონისძიებაზე უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან ერთად მაღალი რანგის დიპლომატებიც მონაწილეობენ. მათ შორისაა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ბრიჯიტ ბრინკიც.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე ვრცლად ისაუბრა დღევანდელ კონფერენციაზე, აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების ანალიტიკოსმა იან ბზეჟინსკიმ.  ბზეჟინსკი ამბობს, რომ უკრაინულ სანქციებთან მიმართებაში შესაძლებელი იყო საქართველოს საკითხის გაერთიანება და უკანონო ბორდერიზაციის პროცესი შესაძლებელი ამ სანქციების თემას მიებას.  

რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე საუბრობს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდიც. ფრიდი ამბობს, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა გრძელდება რუსული პროპაგანდით. მისივე თქმით, რუსეთი რეგიონში სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს, სწორედ ამიტომ აუცილებელია ერთიანი ძალით ბრძოლა.

“საქართველომ სამი რამ უნდა გააკეთოს: დარჩეს საუკეთესო დემოკრატიად, საუკეთესო ეკონომიად და უნდა შეწყვიტოთ ერთმანეთის დაპატიმრება. თქვენ უნდა იყო კავკასიის მარგალიტი. გაქვთ ეკონომიკური მიღწევები და ბალკანეთის ქვეყნებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაშიც ხართ. მაგრამ ისინი ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან. მოდით ერთად ვიმუშაოთ, რომ თქვენი ქვეყანა წარმატებული იყოს. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაქვთ ამის შესაძლებლობა, რადგან ობამასგან განსხვავდება მისი პოლიტიკა და სურს, რომ აღადგინოს წითელი ხაზი, რომელიც რუსებმა გადაკვეთეს. ის ამის გაკეთებას შეძლებს. კარგად მახსოვს ბუქარესტის სამიტზე ქართული დელეგაციის დამწუხრებული სახეები. მაშინ დიდი შეცდომა დავუშვით, ვეწინააღმდეგებოდით გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციას, მაგრამ დავმარცხდით. რუსეთმა გამოიყენა შანსი და მოახდინა თქვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ მაშინ ამას ვუწოდეთ 21 -ე საუკუნის მიუნხენი. მაგრამ არავინ მოგვისმინა. თუმცა დღეს ყველა აღიარებს რომ ეს იყო შეცდომა, და თუ შეცდომა დავუშვით, მოდით გამოვასწოროთ,”-განაცხადა დენიელ ფრიდიმ.  

დღის ამბები