23 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
ორი კვირა უწყლოდ - ქუთაისში თამარ მეფის 90 ნომერში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს

ქუთაისში თამარ მეფის 90 ნომერში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და წყლის მიწოდებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, კორპუსს წყალი 2 კვირაა არ მიეწოდება.

გზის გადაკეტვის გამო უკმაყოფილო მძღოლი გზის დათმობას ითხოვდა, რა დროსაც ის ბავშვს შეეჯახა. თუმცა მოზარდი არ დაშავებულა. ამ დროისთვის გზა გახსნილია.

აქციის მონაწილეებს პარტია "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ლატარია შეხვდა, რომელმაც მათ დახმარება აღუთქვა.

„ქალაქში მიმდინარეობს დიდი პროექტი, ყველაფერ ამას მოსდევს პრობლემები,“ - განაცხადა ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ლატარიამ.

დღის ამბები