23 აპრილი 2024,   13:09
ვრცლად
გაკეთდა განცხადება, რომ საქართველოს გვერდით არის მთავარი სტრატეგიული მოკავშირე, აშშ - ლევან იზორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც აშშ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება.

განცხადებაში ასევე საუბარია სამხედრო მხარდაჭერაზე, რომელსაც აშშ გეგმავს საქართველოს გაუწიოს.

ლევან იზორიას განმარტებით აშშ-ს მხარდაჭერის ფარგლებში 9 ბატალიონის გაწვრთნა მოხდება და ასევე შეერთებული შტატები საქართველოს ტექნიკური აღჭურვილობითაც დაეხმარება.

„გაკეთდა აშკარად მხარდამჭერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გვერდით არის მთავარი სტრატეგიული მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები. სწორედ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით არსებული შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, რაც გულისხმობს პირველ რიგში მოსკოვის იძულებას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

საერთაშორისო ასპარეზზე 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულების აქტუალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი.

„ქართულმა მხარემ მაქსიმალურად უნდა გააკეთოს ყველაფერი არა მარტო ვაშინგტონში, არამედ ევროპაშიც აგვისტოს ხელშეკრულების თემა უნდა იყოს აქტუალური და ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი. ეს არის მნიშვნელოვანი დღეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთს ნამდვილად არ უნდა, რომ იყოს იზოლაციაში. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს მარტო იმ საერთაშორისო სისტემაში, რომელიც ძალიან რთულ გამოწვევებს უქმნის რუსეთს,“-განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები