25 სექტემბერი 2017,   17:19
ვრცლად
„მოწმე მაბრალებს, რომ ლიკვიდაციით ვემუქრებოდი, რაც არის სრული სიცრუე"- ირაკლი ფირცხალავას შვილი, ირინა ფირცხალავა

კორტების საქმის მოწმეზე სავარაუდო ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში ირაკლი ფირცხალავას შვილი იკითხება. ირინა ფირცხალავა გამომძიებლებს მოსამართლის თანდასწრებით აძლევს ჩვენებას. გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში, დაახლოებით, 2 საათია, მიმდინარეობს.

ირინა ფირცხალავა მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს, თუმცა ფირცხალავას ოჯახი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამის გამო მან მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა.

ირინა ფირცხალავა ამბობს, რომ 30 აგვისტოს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის მთავარ მოწმესთან შეხვედრას ესწრებოდა.

„მოწმე მაბრალებს, რომ ლიკვიდაციით ვემუქრებოდი, რაც არის სრული სიცრუე, ამას ადასტურებს ჩანაწერი,“- განაცხადა ირაკლი ფირცხალავას შვილმა, ირინა ფირცხალავამ.

გამოძიება პროკურატურამ 2017 წლის თებერვალში დაიწყო და საუბარია მოწმეზე ზემოქმედების, ან მისი მოსყიდვის მცდელობის ფაქტზე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები