25 აპრილი 2024,   11:35
ვრცლად
საქართველო გაცილებით უფრო ძლიერი პოზიციით დახვდება ეკონომიკური შოკებს - გიორგი კვირიკაშვილი

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია  MOODY’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეკონომიკური გარემო უმჯობესდება.

"Ba2, სხვა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია.  ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი - 3B, რაც ქვეყანას საინვესტიციო სამყაროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, დოლარიზაციის რეფორმა ქვეყნისთვის ნაყოფიერია.

„ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ, საქართველო გაცილებით უფრო ძლიერი პოზიციით დახვდება ეკონომიკური შოკებს თუ ნებისმიერ რყევას, რომელიც შესაძლოა რეგიონში იყოს,” - განმარტა კვირიკაშვილმა.

დღის ამბები