25 აპრილი 2024,   14:11
ვრცლად
უკრაინას ამ ეტაპზე არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილი ქართულ მხარეს გადასცეს - უკრაინის იუსტიციის სამინისტრო

უკრაინას ამ ეტაპზე არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილი ქართულ მხარეს გადასცეს - ასეთია უკრაინის იუსტიციის სამინისტროს პირველი ოფიციალური კომენტარი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სააკაშვილის გადაცემა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვას დაასრულებს.

„უკრაინაში არაფერი არ მომხდარა გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა. დოკუმენტები, რომლებიც ჩვენმა სამინისტრომ და გენპროკურატურამ მიიღეს, მოწმობს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განიხილება სისხლის სამართლის საქმეები. ეს არ არის მორიგი ეტაპი ექსტრადიციის განხორციელებისთვის და ამ ეტაპში იუსტიციის სამინისტრო არ მონაწილეობს. სააკაშვილი რომ იყოს გასამართლებული საქართველოში იმ მუხლებით, რომლებიც ჩემმა კოლეგამ პეტუხოვმა პრესკონფერენციაზე დაასახელა, მაშინ ეს ნაწილობრივ, ჩვენი სამინისტროს პრეროგატივა იქნებოდა,“ - განაცხადა დენის ჩერნიშოვმა.

დღის ამბები