24 აპრილი 2024,   00:48
ვრცლად
"ხელისუფლება ყველაფერს ატერორებს, ამიტომ ოპოზიციური სპექტრისთვის თანხები არ არსებობს" - გოჩა თევდორაძე

წინასაარჩევნო შემოწირულობებთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრები შეფასებებს აკეთებენ. "პატრიოტთა ალიანსის" წევრები მმართველი გუნდის ბრალდებებს პასუხობენ და ამბობენ, რომ ოპოზიციის შემოწირულობა იმიტომაა ნაკლები, რომ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის დატერორება ხდება. ოპოზიციის წინასაარჩევნო შემოწირულობები 380 000 ლარს არ აღემატება.

"როდესაც "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები იმას აცხადებენ, რომ აქ შეიძლება შავი ფული ტრიალებდეს, ჩვენც ვართ დაინტერესებული, რომ გამოკვლეულ იქნას შემოწირულობის საკითხი. თუ ვინმე რეალურად მოკვლევას ჩაატარებს, ნათლად დავინახავთ, რომ ბიზნესიც დატერორებულია, ყველასა და ყველაფერს ხელისუფლება ატერორებს, ამიტომ ოპოზიციური სპექტრისთვის თანხები არ არსებობს," - განაცხადა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები