20 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
ეუთოს სადამკვირვებლო მისია ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნებს დააკვირდება 

ეუთომ მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია გახსნა. 14 ექსპერტისგან შემდგარი ძირითადი ჯგუფი თბილისში იმუშავებს, ერთ კვირაში კი ქვეყანაში კიდევ 22 ექსპერტი ჩამოვა, რომლებიც ორკაციან ჯგუფებად სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდებიან.

არჩევნების დღისთვის კი, ეუთოს ქვეყნებიდან დამატებით 350 დამკვირვებელი ჩამოვა.

მისია ყველა საარჩევნო პროცედურას დააკვირდება და პირველად შეფასებას კენჭისყრის მომდევნო დღეს გააკეთებს. რამდენიმე კვირაში კი, სადამკვირვებლო მისია საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც მედია საშუალებების მონიტორინგის შედეგებსაც მოიცავს.

„ჩვენი როლი არ არის პროცესში ჩართვა. არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები. ჩვენ მხოლოდ გვაინტერესებს, როგორ ჩატარდება პროცესი და რამდენად იქნება დაცული დემოკრატიული პრინციპები. ჩვენი მანდატი გულისხმობს შევაფასოთ, რამდენად შეესაბამება მომავალი არჩევნები ეუთოს მიმართ აღებულ ვალდებულებებს, ასევე სხვა საერთაშორისო ვალდებულებებსა და ადგილობრივ კანონმდებლობას,“ - განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კორიენ იონკერიმ.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მედია ანალიტიკოსი იან გოდარსკი ამბობს, რომ მონიტორინგში, შეძლებისდაგვარად, ყველა მედიასაშუალების ჩართვას შეეცდებიან.

დღის ამბები