24 აპრილი 2024,   15:43
ვრცლად
"დიდი ფარისევლობა ან არცოდნა და არაკომპეტენტურობა" - ნინო ბურჯანაძე სოზარ სუბარს პასუხობს

"ის, რაც ბატონმა სოზარმა განაცხადა, არის ან ძალიან დიდი ფარისევლობა ან უბრალოდ არცოდნა და არაკომპეტენტურობა,“- ასე გამოეხმაურა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო შემოწირულობებთან დაკავშირებით სოზარ სუბარის განცხადებას, რომლის მიხედვით, ეჭვი ჩნდება, რომ ოპოზიციას თანხები არალეგალურად დამალული აქვს.

ოპოზიციის ჯამური წინასაარჩევნო შემოწირულობაც "ქართული ოცნებისას" 20-ჯერ ჩამორჩება.

„ყველა პარტიის ინტერესშია, ვისაც თეორიული შანსიც კი აქვს 3%-იანი ბარიერის გადალახვის, რომ მინიმუმ, 500 ათასი ლარი დააფიქსიროს შემოწირულობად, რომ მერე ეს თანხა ანაზღაურების სახით ბიუჯეტიდან უკან დაიბრუნოს. ასე, რომ რამდენად სწორი იყო ის განცხადება, რომელიც გააკეთა ბატონმა სუბარმა „ქართული ოცნების“ შემოწირულობების გასამართლებლად, ეს თავად მოსახლეობამ განსაზღვროს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები