25 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
1988 წელს დაგებული პარკეტის გამო 72 წლის მარტოხელა პენსიონერს სოციალური დახმარება მოუხსნეს 

”ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი და ვარკეთილის მაჟორიტარობის კანდიდატი შოთა გრიგოლია ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში მცხოვრებ მარიამ მარიამიძეს ესტუმრნენ. 72 წლის მარტოხელა პენსიონერს, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია, მარტში სოციალური დახმარება მოუხსნეს. მიზეზად კი, სახლში 1988 წელს დაგებული პარკეტი და ზამთარში გადახდილი კომუნალური გადასახადები დასახელდა.

ზაალ უდუმაშვილმა თბილისის მერიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას აღნიშნული ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვიმყოფებით ქალბატონ მარიამთან, რომელიც არის ამ ხელისუფლების მიერ კიდევ ერთი უსამართლოდ დასჯილი მოხუცი,“ - ამბობს ზალიკო უდუმაშვილი.

დღის ამბები