პოლონეთში ნატო სამხედრო ყოფნას აძლიერებს. გდანსკში 1000 ერთეული ამერიკული მძიმე ტექნიკა ჩაიტანეს. შეიარაღებას უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში განალაგებენ და მათ სწავლებების დროს ამერიკელი სამხედროები გამოიყენებენ.
პოლონეთში დღეს 3 ათას 300 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ პოლონეთმა და ბალტიის პირეთის ქვეყნებმა ნატოს მიმართეს და უსაფრთხოების მიზნით, რეგიონში ალიანსის სამხედრო კონტინგენტის გაზრდა მოითხოვეს.