24 აპრილი 2024,   08:09
ვრცლად
ქარიშხალ "ირმას" ზარალი - დონალდ ტრამპი ფლორიდაში ჩადის

ქარიშხალ ირმას შედეგად დაზარალებულ ფლორიდის შტატს ხვალ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოინახულებს. ბოლო მონაცემით, სტიქიამ 22 ადამიანი იმსხვერპლა. შენობების 95 პროცენტი დანგრეულია.

ფლორიდის გარდა, ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია ჯორჯიას, ალაბამას და ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას.

ფლორიდის სამხრეთ სანაპიროს მოსახლეობას სახლებში დაბრუნების უფლებას არ აძლევენ. გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალისტები კი ამოწმებენ, რამდენად უსაფრთხოა ხიდები, რომლებიც ფლორიდა კისის კუნძულებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები