20 აპრილი 2024,   03:21
ვრცლად
თბილისში სომხური ტაძარი ინგრევა - უნიკალური შენობის განადგურების საფრთხე იზრდება

თბილისის ისტორიულ უბანში მე-18 საუკუნის სომხურ ეკლესიას დანგრევის საფრთხე ემუქრება. შენობას ბზარები ყოველდღე ემატება. ქართული აგურით აშენებულ უნიკალურ ტაძარს წლებია ყურადღებას არავინ აქცევს. 89 წელს ეკლესია მიწისძვრამ დააზიანა, მას შემდეგ სომხური ეკლესიის არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, შენობაში არც რეაბილიტაციის სამუშაოები და არც შიდა ტერიტორიის დასუფთავების პროცესი დაწყებულა.

ვითარებას ეკლესიის სიახლოვეს მიმდინარე მშენებლობაც ართულებს. ძეგლის ჩამონგრევის საფრთხის მიუხედავად, თბილისის მერიამ მშენებლობაზე ნებართვა მაინც გასცა.

მეთვრამეტე საუკუნის სომხურ ტაძარზე მთავარი პასუხისმგებელი უწყება კულტურის სამინისტროა, თუმცა უწყება საკითხზე დუმს.

ძეგლთა დაცვის სააგენტოში "კურიერისთვის" მხოლოდ მოკლე წერილობითი განცხადება გაავრცელეს და ტაძრის დასუფთავებაზე მზადყოფნა გამოთქვეს.

დღის ამბები