20 აპრილი 2024,   03:44
ვრცლად
შავი ფული წინასაარჩევნო კამპანიაში - მმართველი გუნდის და ოპოზიციის ურთიერთბრალდებები

„ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 2 თვის განმავლობაში 7 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო. ეს ყველა დანარჩენი პარტიის მიერ მიღებულ თანხას, დაახლოებით 20-ჯერ აღემატება. ამ ფონზე, მმართველი გუნდი, კითხვის ნიშნის ქვეშ ოპონენტების მიერ მიღებული თანხების დეკლარირების საკითხს აყენებს. ხელისუფლება ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიის შავი ფულით დაფინანსებაში ადანაშაულებს.

დევნილთა და განსახლების მინისტრის თქმით, ყველა პარტიას საკუთარი ბიუჯეტი დეკლარირებული უნდა ჰქონდეს. ამ საკითხში მინისტრს ეთანხმება უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე, რომელიც ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად, ოპოზიციას, მითითებული თანხა არავითარ შემთხვევაში არ ეყოფოდა.

ამ ბრალდებებს აბსურდულად მიიჩნევენ ოპოზიციაში და ეჭვობენ, რომ შავ ფულს წინასაარჩევნოდ და კონკურენტი პარტიის აქტივისტების მოსასყიდად, სწორედ მმართველი გუნდი იყენებს. „ქართული ოცნების“ ოპონენტი პარტიები ხელისუფლების მიერ დახარჯული თანხების წარმომავლობის დადგენას ითხოვენ.

ბოლო დღეების განმავლობაში, ბიზნესის წარმომადგენლები მმართველ გუნდს 120-100 და 50 ათასი ლარის ოდენობის თანხას ურიცხავენ.

დღის ამბები