20 აპრილი 2024,   17:27
ვრცლად
თბილისის ცენტრში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - კადრები მკვლელობიდან რამდენიმე წუთში

თბილისის ცენტრში, 2 დღის წინ მომხდარი მკვლელობის შემდეგ გადაღებული კადრები „კურიერმა“ მოიპოვა. ერთ-ერთი აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტის მარჯვენა ხელი, ელშან მამედოვი აბანოთუბანთან, „ტოიოტას“ მარკის მანქანაში მოკლეს. "კურიერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ სავარაუდოდ დაქირავებული პირი საქართველოში ორი დღის წინ შემოვიდა.

აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მამედოვზე შური რამდენიმე თვის წინ, თურქეთში მომხდარი ინციდენტის გამო იძიეს. ელშან მამედოვს ბრალი ედებოდა რამდენიმე თვის წინ, თურქეთში აზერბაიჯანელ კრიმალურ ავტორიტეტზე თავდასხმისთვის. როგორც აზერბაიჯანულ მედიაში წერენ, ელშან მამედოვმა რაფიკ აივაზოვს საკუთარ რესტორანში ყური მოაჭრა, რის გამოც, ამ უკანასკნელმა პირობა დადო, რომ სამაგიეროს გადაიხდიდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელობის დროს ადგილზე აზერბაიჯანული წარმომავლობის 20 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც გაიქცა. ქართველმა სამართალდამცველებმა ის დააკავეს, თუმცა მამაკაცი არაფერს აღიარებს. ამ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ დაკავებული არავინ ყავთ.

საქმეს შსს განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით იძიებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები