20 აპრილი 2024,   16:44
ვრცლად
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილ რიგებზე განცხადება თურქეთის ელჩმა გააკეთა

„ახლა აქტიური სეზონია და დიდია ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საზღვარს გადაკვეთენ," - ეს განცხადება თურქეთის ელჩმა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილ რიგებთან დაკავიშებით გააკეთა. თურქეთის ელჩის განცხადებით, რიგების მიზეზი თურქულ მხარეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები და მგზავრთა გაზრდილი ნაკადია.

„30 ათასამდე ადამიანი გადადის საზღვარზე ყოველდღიურად, ამიტომ სამწუხაროდ, გამტარუნარიანობა ყოველთვის შესაბამისი არ არის. გარდა ამისა, ახლა თურქეთის მხარეს სარემონტო სამუშაოები გვაქვს, რომელთა დასრულებასაც წლის ბოლომდე ვგეგმავთ. ამ კონკრეტულ მომენტში თურქულ მხარეს გამტარუნარიანობის პრობლემა აქვს, ამიტომ ორივე ქვეყნის წარმომადგენლები ვთანამშრომლობთ, რომ დავძლიოთ სირთულეები და შევამციროთ ტვირთი მგზავრებისთვის,“ - აცხადებს ლევენთ გიუმრუქჩუ.

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი რიგების გამო, შემოსავლების სამსახურში თურქეთის ელჩი დაიბარეს. უწყებაში განმარტავენ, რომ შეფერხებები მგზავრებს საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ექმნებათ. 

შემოსავლების სამსახური მგზავრებს საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სხვა საბაჟო-გამშვები პუნქტებით სარგებლობას ურჩევს.

დღის ამბები