20 აპრილი 2024,   15:19
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩასვლას 19 სექტემბერს აპირებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის პარტია ”ახალი ძალების მოძრაობის” თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სხვადასხვა რეგინში მხარდამჭერებთან შეხვედრები დაიწყო. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებას აანონსებს და ამისთვის თავის ირგვლივ მხარდამჭერების მობილიზება დაიწყო.

პირველი შეხვედრა ცოტა ხნის წინ, ლვოვში დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და საერთო მიზნებისთვის გაერთიანება მოუწოდა.

„უკრაინაში მხოლოდ მოქალაქეობისთვის არ ჩამოვსულვარ, დავბრუნდი, რომ თქვენთან ერთად გადავწყვიტოთ, როგორ გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს ახლა ყველა პარტია გთავაზობთ მათ ირგვლივ გაერთიანებას. ეს იგივეა, რაც იდგე ბაქანზე შენ წინაშე იყოს 5 მატარებელი და ყველა ცალ-ცალკე გიხმობდეს. მე გთავაზობთ ხალხის გარშემო გაერთიანებას, საერთო მიზნებისთვის გაერთიანებას, მე არ მაქვს პასპორტი, ის მომპარეს, მომპარეს მოქალაქეობასთან ერთად, მაგრამ მე ვივლი პასპორტის გარეშე,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ  უკრაინის ხელისუფლებამ ყველა, ვისაც ოპონენტად თვლიდან, თავიდან მოიშორა.

„ჩვენ ერთად უნდა მივუჩინოთ ხელისუფლებას თავისი ადგილი, ხელისუფლებას, რომელსაც ჰგონია, რომ ვინც მისთვის არასასურველი იყო, ყველა თავიდან მოიშორა, ქვეყნიდან გააძევა ან თუნდაც მოკლა, ჩვენ უდნა მივუჩინოთ ადგილი მათ,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც დღეს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გახდა ცნობილი, მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩასვლას 19 სექტემბერს აპირებს.

„19 სექტემბერს არის კიევის მფარველის, მიხაილის ხსენების დღე, სწორედ ამ დღეს ჩავალთ ჩვენ კიევში, ამიტომ ჩავალთ ერთად,“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეხვედრების პარალელურად, ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებული მხარდამჭერების საქმეების განხილვა დაიწყო. მათ ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ედებათ. ერთ-ერთ მათგანს სასამართლომ დღეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები