19 აპრილი 2024,   04:07
ვრცლად
შესაძლოა წინასწარი გარიგებები იყოს - ექსპერტებს "ქართული ოცნების" შემომწირველებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ

პოლიტიკური პარტიებს შემომწირველები და საარჩევნო დამფინანსებლები - აუდიტის სამსახურის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ექსპერტები კითხვის ნიშნებზე საუბრობენ. ანალიტიკოსებს კითხვები ძირითადად "ქართული ოცნების" დამფინანსებლებს შორის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების არსებობასთან დაკავშირებით აქვთ. მათ მიერ დიდი ოდენობით შეწირულ თანხებში სპეციალისტები ბიზნესზე ზეწოლის ნიშნებს ხედავენ.

„სრულიად არანორმალური ვითარებაა, მმართველი პარტიის და ყველა დანარჩენი პარტიის ერთად აღებული შემოსავლები არის შეუდარებელი. ვეღარც ვიტყვით იმას მეტი აქვს და სხვას ნაკლები აქვს. იმას აქვს და სხვას პრაქტიკულად არ აქვს. რა თქმა უნდა ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ რაღაც წინასწარი გარიგებები რაიმე ფორმით იყოს,“-განაცხადა გია ნოდიამ.

ექსპერტების ნაწილის განმარტებით, ამ სქემით შესაძლოა კანონისმიერი ლიმიტის გვერდის ავლით პარტიული ფულის ასახვაც ხდებოდეს.

"ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" შემომწირველებს აუდიტის სამსახური იბარებს. უწყება დღეს 14 პირს გადაეგზავნება. მაკონტროლებლის ინფორმაციით, შემომწირველთა პარტიებისთვის გადაცემული თანხები მათ დეკლარაციებში ასახულ ფინანსებს აღემატება. აქედან რვამ 240 ათასი ლარით „ქართული ოცნება,“ ექვსმა კი „ევროპული საქართველოს“  წინასაარჩევნო კამპანია 60 ათასი ლარით დააფინანსა.

აუდიტის სამსახურის განმარტებით, შემომწირველების გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკითხი სასამართლოში გადაინაცვლებს.

დღის ამბები