გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად საქართველოს კანდიდატი ერთხმად დაამტკიცეს.
ორგანიზაციას ზურაბ პოლოლიკაშვილი უხელმძღვანელებს. ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში იმართება.
დამტკიცების პროცედურას ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით.
„პირობას გაძლევთ, რომ ეს არა მხოლოდ ჩემი პირადი გამარჯვება, არამედ ორგანიზაციის გამარჯვება იქნება. ჩვენ ყველა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ვიმუშავებთ. ერთად ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი,“-განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.