19 აპრილი 2024,   19:30
ვრცლად
პრეზიდენტის პრეროგატივაა რა საკითხებს განიხილავს ოპოზიციასთან - თალაკვაძე ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრას ეხმაურება 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება.

საუბარია შეხვედრაზე, სადაც არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები, პრეზიდენტთან ერთად საკონსტიტუციო რეფორმაზე იმსჯელებენ.

მმართველი გუნდის ლიდერი ამბობს, რომ ვის შეხვდება გიორგი მარგველაშვილი, ეს მისი პრეროგატივაა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, არჩილ თალაკვაძის თქმით, ახალი კონსტიტუციური პროექტი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებაზეა გათვლილი და ის მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.

„როგორც ვხედავთ ეს არის ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა და პრეზიდენტის პრეროგატივაა რა საკითხებს განიხილავს ოპოზიციასთან. ჩვენ კონსტიტუციური რეფორმის ყველა ეტაპი, რომელიც კანონმდებლობით და დემოკრატიული პრინციპებით იყო აუცილებელი გავიარეთ. ეს არის საკონსტიტუციო კომისია, ეს არის საჯარო განხილვები, კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი ვენეციის კომისიასთან და პოლიტიკური დებატები და განხილვა ოპოზიციასთან. უკვე ველით საშემოდგომო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მესამე მოსმენას, სადაც კიდევ ერთ პოლიტიკური დებატი გაიმართება და შემდგომ უკვე პარლამენტში კენჭს ვუყრით საკონსტიტუციო რეფორმას და ცვლილებებს, რომელიც შემუშავებულია,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები