26 აპრილი 2024,   00:59
ვრცლად
ხელისუფლება ამ კონსტიტუციას ძალიან მძიმედ მიირტყამს ცხვირში - ოპოზიცია პრეზიდენტთან კონსულტაციისთვის ემზადება

კონსულტაციები პრეზიდენტის სასახლეში - ზუსტად 3 საათში, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობას, გიორგი მარგველაშვილთან ერთად დაიწყებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოყენების შესაძლებლობებზე საუბრობს. გოცირიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ვეტო მმართველი გუნდისთვის იქნება ბოლო შანსი არ მიიღოს ერთპარტიული კონსტიტუცია.

„პრეზიდენტი და პოლიტიკური პარტიები ბოლო შანსს აძლევს ხელისუფლებას და არა ის როგორც გუშინ თავად გვეუბნებოდნენ ბოლო შანსს გაძლევთ მოგვეცით შენიშვნები.  ნურას უკაცრავად, ხალხი პრეზიდენტის ვეტოს სახით გაძლევთ ბოლო შანსს, ამ ვეტოში იქნება ასახული ის რაც უნდა ხალხს, არ გაითვალისწინებთ? მაშინ ეს ხელისუფლება ამ კონსტიტუციას ძალიან მძიმედ მიირტყამს ცხვირში,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის ჩაშლის მიზეზებზე ამახვილებენ ყურადღებას „ევროპული საქართველოს“ წვერები.

„კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ის, რომ რეალურად დიალოგის ჩაშლის მიზეზი და დღევანდელი პოლიტიკური ჩიხის მიზეზი არის „ქართული ოცნება“ და დღევანდელი ხელისუფლება,“-აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

შეხვედრაზე მიწვეულია უმრავლესობაც, თუმცა მმართველი გუნდი მოლაპარაკებებს არ დაესწრება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციასთან დიალოგზე უარი თქვეს და საკონსტიტუციო ცვლილებების ერთპარტიულ რეჟიმში, მესამე მოსმენით დამტკიცებას, საშემოდგომო სესიაზე, რამდენიმე დღეში გეგმავენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ახალი კონსტიტუციური პროექტი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებაზეა გათვლილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები