19 აპრილი 2024,   11:20
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" გარდაბანში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

"ევროპულმა საქართველომ" გარდაბანში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. მერობის კანდიდატი, ტელმან ჰასანოვი ამომრჩევლებს პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ წარუდგინა. მხარდამჭერებთან შეხვედრაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა გარდაბანში არსებულ სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და აგრარულ პრობლემებზე ისაუბრეს.

დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს პარტიის წინა საარჩევნო გეგმაც გააცნო. "ევროპული საქართველოს" ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია-დანამატები, ეს თანხა კი პენსიის ზრდას მოხმარდება. პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, გარდაბანში პენსია 30 ლარით მოიმატებს.

დღის ამბები