18 აპრილი 2024,   17:06
ვრცლად
ხანძარი ჟვანიას ქუჩაზე - რადიო "ფორტუნასთან" ცეცხლი ბალახებს მოედო

ჟვანიას ქუჩაზე, რადიო "ფორტუნასთან" ახლოს, ხანძარია. ცეცხლი ბალახს მოეკიდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, ადგილზე 2 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლი უკვე დიდ ტერიტორიას მოედო.

დღის ამბები