20 აპრილი 2024,   06:47
ვრცლად
უბედური შემთხვევა ქუთაისი-ბათუმის ავტომაგისტრალზე - სატვირთო მანქანის მძღოლი დაიღუპა

ქუთაისი-ბათუმის მაგისტრალზე, ლანჩხუთში 41 წლის მამაკაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ვანში მცხოვრებმა 41 წლის მამაკაცმა, რომელსაც ჯაპანა-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე სატვირთო მანქანით ინერტული მასალა გადაჰქონდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა მდინარის კალაპოტში გადავარდა. შედეგად, სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამსახურის ბრიგადები იყვნენ მობილიზებულები, თუმცა, მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მანქანის გაუმართაობა ინერტული მასალით მისმა გადატვირთვამ გამოიწვია. 

დღის ამბები