უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იულია ტიმოშენკო ქვეყნის პრეზიდენტს ზეწოლაში ადანაშაულებს.
უკრაინული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში პარტია "ბატკივშჩინას" ლიდერი აცხადებს, რომ პეტრო პოროშენკომ მთავარ მიზნად მისი განადგურება დაისახა.
იულია ტიმოშენკოს თქმით, პრეზიდენტმა ძალოვნებს დავალებები მისცა, რომ მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცენ.
„პოროშენკომ სპეციალური თათბირი მოიწვია, რომელზეც ძალოვნებს დავალება მისცა გაანადგურონ ჩვენი გუნდი, პირადად მე, დაიწყონ გამოძიება და გასამართლება. პასუხისგებაში ჩემი მიცემა იმის გამო, რომ თითქოს უკანონოდ გადმოვკვეთე საზღვარი, მიზნად ისახავს არ დაუშვას ჩემი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. რამდენადაც ვიცი თათბირზე ფურცლებს აფრიალებდა, უყვიროდა ძალოვნებს და მოითხოვდა რადაში შეეტანათ დადგენილება ჩემთვის სადეპუტატო ხელშეუხებლობის გასაუქმებლად. მივმართავ პრეზიდენტს - მინდა გითხრათ, რომ საკუთარი ხელით დავწერ განცხადებას იმუნიტეტის გაუქმების მოთხოვნის თაობაზე. არც იანუკოვიჩის სასამართლოსი არ მეშინოდა და არც პეტრო პოროშენკოს და არც მისი რეპრესიების არ მეშინია,”-განაცხადა იულია ტიმოშენკომ.