19 აპრილი 2024,   02:45
ვრცლად
პარლამენტი აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურის განხილვას იწყებს

პარლამენტი აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურის განხილვას იწყებს. გენერალური აუდიტორის პოსტზე, ირაკლი მექვაბიშვილს რამდენიმე წუთში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოუსმენენ. მიიღებს თუ არა ახალი გენერალური აუდიტორი კენჭისყრაზე ოპოზიციის მხარდაჭერას, მისი საპარლამენტო მოსმენების შემდეგ გადაწყდება. 

“პარლამენტს ერთადერთი სტრუქტურა აქვს, სახელმწიფო აუდიტი რომლის საშუალებითაც ხდება, ბიუჯეტის თანხების კონტროლი, ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდება პარლამენტის და სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლობა. მექვაბიშვილის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ იქ იქნება გენერალ აუდიტორი, პროფესიონალი, ობიექტური და რაც მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი“ - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ მისთვის ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა სასიამოვნო სიახლე იყო.

“ჩვენთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო აუდიტის სამსახურის დღევანდელი კანდიდატურის წარმოდგენა. მისი ბიოგრაფია და პროფესიული გამოცდილება, შესაძლებლობას იძლევა, რომ ეს სამსახური განვითარდეს სწორი გზით. თუმცა აქ არის ერთი რამ მთავარი, რამდენად იქნება ის დამოუკიდებელი. ისარგებლებს თუ არა ის იმ იმუნიტეტით რომელსაც კონსტიტუცია ანიჭებს მას“ - აღნიშნა გოცირიძემ.   

დღის ამბები