23 ოქტომბერი 2017,   15:35
ვრცლად
საქართველოში ხანძრებთან ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის სამხედრო და სამოქალაქო პირები დააჯილდოვეს

ბორჯომისა და ატენის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის სამხედრო და სამოქალაქო პირები ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ. სამხედრო მოსამსახურეები 625 ლარის ოდენობის ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ. სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირების ნაწილს კი მედლები, სამსახურეობრივ-საშტატო იარაღი და საპატიო სიგელები გადაეცა.

„მათ გამოიჩინეს უდიდესი პროფესიონალიზმი, ხანძრის ლიკვიდაციის საქმეში მათ გააჩინეს უდიდესი იმედი საქართველოს მოსახლეობაში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც, როდესაც ქვეყანას დასჭირდება, იქნება ეს სტიქია თუ სხვა შემთხვევა, ისინი ყოველთვის იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე. მათი მზაობა არის ჩვენი ქვეყნის მდგრადობის, სტაბილური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა,“  - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

დღის ამბები