23 აპრილი 2024,   23:10
ვრცლად
ქეთი დოლიძის ნივთების ფანჯრიდან გადმოტანა გრძელდება - ყოფილი ხელმძღვანელი კვლავ თეატრის შენობაში რჩება

თუმანიშვილის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, ქეთი დოლიძე ამ დრომდე თეატრის შენობაში იმყოფება. თუმცა, მედიასთან კომენტარის გაკეთებას არ გეგმავს.

ქეთი დოლიძემ საკუთარი ნივთები შენობაზე გარედან მიდგმული კიბით გარეთ გამოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ თეატრის შენობას სამი გასასვლელი აქვს, მან უპირატესობა ამ გზას მიანიჭა.

ქეთი დოლიძის მოთხოვნით, ჟურნალისტებს თეატრის შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

ქეთი დოლიძე კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან და ის გიორგი სიხარულიძემ ჩაანაცვლა. მინისტრმა გადაწყვეტილების განმარტების დროს განაცხადა, რომ დოლიძის ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრში უმძიმესმა პრობლემებმა იჩინა თავი.

დღის ამბები