19 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
უნდა ავუხსნათ ახალგაზრდებს, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ცხოვრება - კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი თბილისში, კახა კალაძე ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მან ფედერაციების წარმომადგენლებთან სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით საკუთარ ხედვებზეც ესაუბრა.

მერობის კანდიდატი ქალაქის ყველა რაიონში უფასო მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების აშენებას გეგმავს. კახი კალაძემ ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევაზე, გამონაბოლქვის შემცირების ღონისძიებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის.

„შეიძლება ყველა ვერ გამოვიდეს პროფესიონალი სპორტსმენი, მაგრამ ჩვენ ეს უნდა ავუხსნათ, სწორად მივიტანოთ ახალგაზრდებამდე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ცხოვრება, ჯანსაღი ცხოვრება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრას ციგურული სრიალის, სნოუბორდის, სამთო-სათხილამურო სპორტის, ტრამპლინიდან ხტომის და ფრისთაილის ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები