25 აპრილი 2024,   19:28
ვრცლად
დავით ოქიტაშვილი შესაძლოა იმ თანამდებობის გარეშეც დარჩეს, რომელიც პროფკავშირებში უკავია

ხმაურიანი ყრილობა და კიდევ უფრო დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია ირაკლი პეტრიაშვილის გამარჯვებით დასრულდა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაერთიანებულ პროფკავშირებს, უკვე მეოთხედ, კვლავ ის უხელძღვანელებს.

ყრილობა მთელი დღის განმავლობაში კანდიდატებს შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მწვავე საჯარო ბრალდებების შედეგად, კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბრძოლას ერთი კანდიდატი, საკუთარი სურვილით გამოეთიშა. ასე უპასუხა დავით ოქიტაშვილმა მათ, ვინც ყოფილ კანდიდატს სამთავრობო ძალებთან აკავშირებდა.

კანდიდატებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში დაიძაბა, როდესაც ერთმანეთს კომპრომატებით დაუპირისპირდნენ. პროფკავშირების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამ დაპირისპირებამ, როგორც კანდიდატების, ასევე დელეგატების გადაწყვეტილებაზეც მოახდინა გავლენა.

დავით ოქიტაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, შესაძლოა ის იმ თანამდებობის გარეშეც დარჩეს, რომელიც ამჟამად პროფკავშირებში უკავია. ახალი ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ ორგანიზაციის იმიჯის შელახვის გამო, ოქიტაშვილის ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების საკითხიც დადგეს.

დღის ამბები