24 აპრილი 2024,   13:54
ვრცლად
„ჩვენი აქცენტი და პრიორიტეტი უნდა მივაპყროთ ადამიანს და არა მანქანებს" - ალეკო ელისაშვილი

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრისას დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების შესახებ ისაუბრა. ალეკო ელისაშვილმა გეგმის პრეზენტაცია ახმეტელის მეტროსთან გამართა.

კანდიდატის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება იქნება.

გეგმის მიხედვით, მოხდება მეტროპოლიტენის სისტემის მოდერნიზება, დაიწყება მუშაობა ტრამვაის სისტემის მოწყობაზე და გადაიხედება თბილისის მიკროავტობუსთან და C.T.Park-თან დადებული ხელშეკრულებები.

„ჩვენი აქცენტი და პრიორიტეტი უნდა მივაპყროთ ადამიანს და არა მანქანებს. მანქანების კომფორტისთვის კი არ უნდა დაიგეგმოს ქალაქი, ადამიანის გადაადგილების კომფორტისთვის,“ - ამბობს ელისაშვილი.

დღის ამბები