24 აპრილი 2024,   04:27
ვრცლად
წინანდლის მამულში, ისტორიული სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ახალი საკონცერტო სივრცე გაიხსნა

წინანდლის მამულში, ისტორიული სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ახალი საკონცერტო სივრცე ხატია ბუნიათიშვილისა და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის საერთო კონცერტით გაიხსნა.

საღამოს მთავარი სტუმარი ცნობილი დირიჟორი ზუბინ მეტაა. ორ მოქმედებიანი კონცერტი რამდენიმე წუთის წინ, ხანგრძლივი ოვაციებით დასრულდა.

დღევანდელი კონცერტი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ერთგვარი წარდგენა იყო, რომელიც გეზს 2019 წლიდან აიღებს. ამ კონკრეტული სივრცის გარდა, გაიხსნება სხვა დახურული საკონცერტო სივრცეც.

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე ამბობს, რომ დღევანდელი კონცერტი, წინანდლის მამულში დარბაზის გახსნას მიეძღვნა.

დღის ამბები