25 აპრილი 2024,   20:34
ვრცლად
ევროპამ შეცდომა დაუშვა, რომ არ უპასუხა რუსეთის შეჭრას - დევიდ კამერონი 2008 წლის ომზე

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, დევიდ კამერონმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დასავლეთის არასათანადო რეაქციაზე ისაუბრა. დევიდ კამერონმა კიევში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპამ შეცდომა დაუშვა, რომ არ უპასუხა რუსეთის შეჭრას.

კამერონის განცხადებით, სწორედ სათანადო რეაქციის ნაკლებობას მოყვა მოსკოვის შემდგომი აგრესია უკრაინაშიც.

კონფერენცია კიევში დღეს გაიხსნა და მასში დევიდ კამერონის გარდა ჯონ კერი, კარლ ბილდტი და ანდრეს ფოგ რასმუსენიც მონაწილეობენ.

დღის ამბები