25 აპრილი 2024,   21:40
ვრცლად
ტერორისტები ავადმყოფები და შეშლილები არიან - დონალდ ტრამპი ლონდონის ტერაქტს გამოეხმაურა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტს Twitter-ზე გამოეხმაურა. დონალდ ტრამპის შეფასებით, ტერორისტები ავადმყოფები და შეშლილები არიან და მათ წინააღმდეგ ბრძოლა უფრო უნდა გააქტიურდეს. 

"ტერორისტების მიერ განხორციელებული მორიგი თავდასხმა ლონდონში. ეს ხალხი ავადმყოფი და შეშლილია. მათთან ბრძოლა უნდა გააქტიურდეს,"- წერს დონალდ ტრამპი. 

აფეთქება "პარსონს გრინის" მეტროს სადგურთან, მატარებლის ვაგონში დღეს დილით მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სუპერმარკეტის ჩანთაში, კონტეინერში იყო მოთავსებული.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები