20 აპრილი 2024,   05:41
ვრცლად
კიდევ ერთი ხანძარი თუშეთში - ხახაბოს მთაზე ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება

თუშეთში, ხახაბოს მთაზე ისევ ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლი არა ნახანძრალ ტერიტორიაზე, არამედ ახალ ადგილზე გაჩნდა, რომლის ლოკალიზება ამ წუთებში მიმდინარეობს.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან მეხანძრეები, რეინჯერები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. რთული რელიეფის გამო ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დღის ამბები